logo
ENG



კობახიძე ფარცხალაძეზე: თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია [რუსეთის] მოქალაქეა

19 სექ 202314:46
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ფარცხალაძეზე: თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია [რუსეთის] მოქალაქეა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დღეს მედიისგან გაიგო. მისი თქმით, ამის შესახებ, ალბათ, იმიტომ არ იცოდა, რომ მედიას არ უყურებს.

"თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია არის [რუსეთის] მოქალაქე, ახლაც არ ვიცი. მოქალაქეობის შესახებ მე მართლა არ ვიყავი ინფორმირებული. საქართველოს მოქალაქე რომ არის, ეს ყველამ იცის. რუსეთის მოქალაქეობის შესახებ, კი [თქვენგან შევიტყვე].

არ ვიცი, ეტყობა, თქვენ მედიას არ ვუყურებ. ზოგადად, მედიას იშვიათად ვუყურებ, მაგრამ მე მართლა არ ვიყავი ინფორმირებული დამატებითი მოქალაქეობის თაობაზე, დღეს გავიგე თქვენგან და მეტი ინფორმაცია არ მაქვს", - აცხადებს ის.

არსებული ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქება აქვს მიღებული.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ის ავტომატურად დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ქართული ოცნების წევრები ფარცხალაძეს კვლავ "საქართველოს მოქალაქედ" მოიხსენიებენ. 

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის მას საქართველოს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა. პრეზიდენტი კი უარყოფს, რომ ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში რაიმე სახის განცხადება შევიდა. 


close დახურვა